Friday, May 6, 2016

რეფლექსია

          2016 წლის თებერვალში გავიარე ინფორმაცულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი პედაგოგებისათვის- 24 სთ.
     2016 წლის მარტი- აპრილი-მაისში გავიარე  საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში - 39 სთ.
     ისტ-ის საბაზო კურსის გავლის შემდეგ, დავეუფლე ტექსტურ რედაქტორში მუშაობას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში, ასევე ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობასა და ელექტრონული ფოსტის გამოყენებას.
    ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების ტრენინგ - კურსის გავლის შემდეგ დავეუფლე, ასტ-ის გამოყენებას სამ ფაზიანი  გაკვეთილის დასაგეგმად, საჭირო  ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტისა და საძიებო სისტემების საშუალებით. საპრეზენტაციო სლაიდშოუს შექმნას. ასევე გავეცანი, შეფასების ძირითად პრინციპებს და შევქმენი შეფასების რუბრიკები.
    შევიწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა და ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით. შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო ბლოგის სახით.
       ტრენინგ - კურსი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში  ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტრენინგების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყოფს სასწავლო  პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას, ეროვნულ- სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

Thursday, April 21, 2016

პროექტი "ტყავის მოპოვება და დამუშავება"

  1. პროექტის  სახელწოდება: ტყავის მოპოვება და დამუშავება
  2. პროექტის მთავარი  იდეა (თემა): ექსკურსია ტყავის  გადამამუშავებელ  ქარხანა  "ფილიმასკაში" და  ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ტყავის დამუშავების ტექნოლოგიის გაცნობა
  3. პროექტის აქტუალობა: ტყავის ფიზიკური, მექანიკური და ქიმიური თვისებების განსაზღვრა როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად.
  4. პროექტის მიზნები: შეძლონ ერთი და იგივე მასალის მრავალი კუთხით დანახვა. განუვითარდეთ ინფორმაციის  მოძიების, დახარისხების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარი.
  5. მონაწილეთა  ასაკი:16 წელი
  6. ვადები/ ხანგრძლივობა: 7 კვირა.
  7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, ვიდეოები, ტყავის ნაკეთობების გამოფენა;
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, ლაზერული დისკი, ფორმატი,  ფერადი ფლომასტერები.
  9. პროექტის მსვლელობა:  1) ექსკურსიის დაგეგმვა და მოწყობა ტყავის  გადამამუშავებელ  ქარხანა  "ფილიმასკაში"  2) მოსწავლეთა ოთხ  ჯგუფზე  დავალებების განაწილება-მოიძიონ ინფორმაცია თემებზე: ტყავის  ქიმიური შედგენილობა,  ტყავის მოპოვება და გადამუშავების  ტექნოლოგია,  ტყავი და მოდა, ტყავის   საექსპორტო  რეალიზაცია 3) ჩაატარონ მიცემულ თემებზე ვიდეო გამოკითხვა სკოლასა და თემში; 4) ჯგუფების მიერ ინფორმაციის დამუშევა სლაიდების,  ფოტოების, ვიდეო მასალის  გამოყენებით. 5) პრეზენტაცია ჯგუფების მიერ. 6) პრეზენტაციის შეფასება-ანალიზი. 7) მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეოების განთავსება ინტერნეტში ვიდეოპორტალზე. 8) ტყავის ნაკეთობების შეგროვება და გამოფენა სკოლის ფოიეში.
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქიმია:11.5. მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნივთიერებეის დახასიათება. მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა. ქიმია:11.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ქ.ქაშიბაძე.
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:qetevanqashibadze@gmail.com
  13. პროექტის ვებ- გვერდი / ბლოგიhttp://qetevanqashibadze.blogspot.com/